სოფელ ბერბუკის მდებარეობა.
ბერბუკი —სოფელი აღმოსავლეთ საქართველოშ, მდებარობს გორის მუნიც-ში, გორიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 4 კმ-ის დაშორებით, მდ. მეჯუდის მარცხენა ნაპირას, სოფ. ბერბუკის ტერიტორიაზე, მდებარეობს ტირიფონის ვაკეზე. თემის ცენტრი (სოფლები: ზემო რეხა, თორტიზა, სვენეთი,ქვემო რეხა,ხელთუბანი). ზღვის დონიდან 640 მეტრი.
სოფელ ბერბუკის კოშკი
ბერბუკს არაერთი ღირსშესანიშნაობა აქვს და ყველას განსხვავებული ისტორია აქვს. ბერბუკის სახელწოდება მოდის ბერბუკის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობიდან - კოშკიდან. გადმოცემით ამ კოშკში იკრიბებოდნენ ბერები, რადგან მტერის შემოსევის დროს ხალხისათვის შეეტყობინებინათ საფრთხის შესახებ . როდესაც ბერბუკს მტერი შემოესეოდა ბერები დაჰკრავდნენ ბუკს რათა ხალხი საფრთხის შსახებ გაეფრთხილებინათ, ამ ლეგენდიდან მოდის სოფლის სახელწოდება ბერბუკი, მაგრამ ეს მხოლოდ ლეგენდაა ბერბუკის კოშკს იგივე დანიშნულება ჰქონდა ოღონდ მტრის შემოსევის შესახებ ატყობინებდნენ კოშკის თავზე ცეცხლის დანთებით .
სოფელ ბერბუკის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია
ბერბუკის მთავარანგელოზის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკის განაპირას, სამხრეთით. აგებულია 1830 წელს.
ეკლესია დარბაზულია (11,7 X 7,5 მ), ნაგებია რიყის ქვითა და კვადრატული აგურით. კუთხეები, კარი და სარკმლები ამოყვანილია აგურით. ეკლესიის არქიტრავითგადახურული შესასვლელი ჩრდილოეთ კედელშია. ნახევარწრიული აფსიდის თაღოვანი სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. სამხრეთის კედელში ორი სწორკუთხა სარკმელია, ჩრდილოეთისაში - ერთი. დარბაზის გრძივ კედლებზე წყვილი პილასტრებია. კამაროვანი გადახურვა ემყარება დარბაზის შუა საბჯენ, დასავლეთ კედლისა და აფსიდის მარტივპროფილიან იმპოსტებზე დაყრდნობილ თაღებს. აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის თავზე, მარმარილოს პატარა დაფაა მხედრული წარწერით (დაზიანებულია), რომლის თანახმად ეკლესიის აღმშენებლები გიგაურები ყოფილან. დასავლეთის ფასადზე გამოსახულია აგურის სამი მოზრდილი ჯვარი. შენობას შემოვლებული აქვს აგურით ნაწყობი თაროსებრი ლავგარდანი და რამდენიმე სარტყელი. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ღარიანი კრამიტით.
ეკლესიასთან მდებარეობდა გიგაურების საგვარეულო სასაფლაო, შემორჩენილია ძველი საფლავის ქვები წარწერებით
სოფელ ბერბუკის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია
სოფელ ბერბუკის წყლის წისქვილი
ბერბუკში არის კიდევ წყლის წისქვილი რომელიც დღეს აღარ ფუნქციონირებს, ეს წისქვილი ეკუთვნოდა დათა გიგაურს, ამ წისქვილთან გადიოდა არხი და ამუშავებდა წისქვილს.
გამოყენებული ლიტერატურა:
http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=25&t=239
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%98
ბერბუკის მთავარანგელოზის ეკლესია - https://ka.m.wikipedia.org/wiki/%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90?fbclid=IwAR3vNI3-wuS-oq4u4m5Jfj_b-Cw0rM06HUpoNp4Xo_NchCnCslHm1bXXDtc
No comments:
Post a Comment